გლობალურ ომის პარტიაზე როცა ვსაუბრობდით, ქირქილებდნენ, ასეთი რამე არ არსებობსო. ეს ადამიანები თავის ჩანაფიქრს ყოველ დღე ყიდიან. ის, რაც თინა ხიდაშელმა და სხვებმა გააკეთეს, პირდაპირ დარტყმები იყო საქართველოს წინააღმდეგ ამ ომის ქარცეცხლში. გამოუცდელები არ არიან, რომ ეს ყველაფერი გამოცდილების ნაკლებობით მოსვლოდათ.- – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. 

"ძალიან კარგად გააზრებული ნაბიჯები გადადგეს, რაც უბრძანეს. როგორც მორჩილები, ამ ყველაფერს აღასრულებენ. ეს არის დიდი ტრაგედია. თინა ხიდაშელი გუშინწინდელ ნათქვამზე ამბობს, არ მითქვამსო. ტუტანჰამონის დროინდელ საკითხებზე კი არ ვსაუბრობთ, ან ასე იყო, ან ისე. მის განცხადებას ყოველ დღე აშუქებენ და იქვეა, მისი დაზუსტება, ეს არ მითქვამსო. ასეთი თავხედობა არ მინახავს, ყველა აგენტი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდება, როცა ასე მოიქცევა. სიმართლე უნდა ითქვას, პრინციპული აგენტი გინახავთ? – აგენტი აგენტია. რაც დაავალეს, ის თქვეს და ახლა სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.