აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს და ირანის უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა:

"ირანის პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებს ვეუბნები: დაუყოვნებლივ დაყარეთ იარაღი, თორემ გარდაუვალი სიკვდილი გელით. ირანელ ხალხს: თავისუფლების საათი ახლოვდება. დარჩით სახლებში და არ გახვიდეთ გარეთ, ქუჩები საშიშია. როდესაც დავასრულებთ, თქვენ თავად წარმართავთ თქვენს მთავრობას. ეს იქნება თქვენი ერთადერთი შანსი რეჟიმის დასამხობად”,-განაცხადა ტრამპმა. 

ცნობისთვის, ისრაელში "განსაკუთრებული და მუდმივი საგანგებო მდგომარეობა" გამოცხადდა.

ირანზე შეტევა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა. ამერიკული მხატე ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფორმაციით, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ირანის საპრეზიდენტო რეზიდენციაა.

იბომბება ის ადგილები, საიდანაც ირანს ისრაელზე შეტევა შეუძლია.

ისრაელის მიმართულებით რაკეტის გაშვების შემთხვევა ჯერჯერობით არ დასტურდება. ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა და ყველა სამოქალაქო ფრენა გაუქმებულია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანზე თავდასხმა ისრაელისკენ მიმართული საფრთხეების განეიტრალებას ისახავს მიზნად.