ორბეთის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამლევი-ორბეთის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.




