საქართველო მშვიდობის კუნძულად არის დარჩენილი მაშინ, როცა არაერთ ქვეყანაში ომი მძვინვარებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
"როგორ შეიძლება, საკუთარ სამშობლოზე ასე საუბრობდე, სუსტი წერტილები მონიშნო და სიცრუე გაავრცელო, რომ თითქოს ირანს ვეხმარებით სანქციების გვერდის ავლაში. ქვეყნის გარშემო ლამის ომის ქარცეცხლი ტრიალებს და ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები ცივი გონებით გადავდგათ. საქართველო მშვიდობის კუნძულად არის დარჩენილი მაშინ, როცა არაერთ ქვეყანაში ომი მძვინვარებს. ტაილანდის ერთ-ერთი აგენტი, რომელიც გავლენის აგენტია და ტაილანდიდან ფინანსდება, საქართველოს დასაზიანებლად ნაბიჯებს დგამს და ეს გასაკვირი არ არის", – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმათინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.
ასევე, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა: „ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს – საქართველოშია აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე“.




