საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი საგარეჯოს მე-2 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტის - "დიდგორელი" ფინალურ კონფერენციას დაესწრო.
მერმა ჯგუფის ხელმძღვანელებს პროექტში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
საგანმანათლებლო პროექტი "დიდგორელი", რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით უკვე მესამე წელია, ტარდება, ადგილობრივი ახალგაზრდების შემეცნებითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.