“ლელო”, შეწყვიტეთ საშინელ შეცდომაში, სრულიად აბსურდული და არარაციონალური  გაჯიუტება! 
ხომ ხედავთ სალომე ზურაბიშვილიც (ვისზეც გათვლა გქონდათ თბილისის მერად კენჭის საყრელად) გამოგეცალათ ხელიდან, და  ევროპარლამენტმა რა მკაფიო დამოკიდებულება  გამოხატა  ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა, რუსული ბანდის მიერ,  4 ოქტომბერს ჩასატარებელ, რუსულ სპეცოპერაციაზე⁉️- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანმა გიორგი ბარამიძემ სოციალურ ქსელში წერს,

"
ამდენი ხანია  გეუბნებით,  ნუ მიიღებთ ქოცურ/რუსულ თამაშში მონაწილეობას, ეგ არაა “ბრძოლაში შესვლა”, ეგაა ქართველი ხალხის უწყვეტი, პრინციპული, უკომპრომისო და თანმიმდევრული ბრძოლის ნამდვილი ღალატი.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გონს მოეგოთ! 
ძალა ერთობაშია! 
არა რუსულ სპეცოპერაციას! 
თავისუფლება მიშას და მოღალატეთა, კრიმინალური, რუსული რეჟიმის სხვა ყველა პოლიტიკურ პატიმარს!
დიდება საქართველოს! - წერს გიორგი ბარამიძე "ფეისბუკში".