თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამომა ირანელ ხალხს მიმართა: „თქვენი თავისუფლების დრო უკვე მოახლოვდა,“ — განაცხადა მან და ირანელებს მოუწოდა, გამოიყენონ ეს „შესაძლებლობა“, გათავისუფლდნენ რევოლუციური გვარდიის ბატონობისგან და „ხელში აიღონ ხელისუფლება“.

ირანზე შეტევა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა. ამერიკული მხატე ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფორმაციით, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ირანის საპრეზიდენტო რეზიდენციაა.

იბომბება ის ადგილები, საიდანაც ირანს ისრაელზე შეტევა შეუძლია.

ისრაელის მიმართულებით რაკეტის გაშვების შემთხვევა ჯერჯერობით არ დასტურდება. ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა და ყველა სამოქალაქო ფრენა გაუქმებულია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანზე თავდასხმა ისრაელისკენ მიმართული საფრთხეების განეიტრალებას ისახავს მიზნად.