ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის  კმ179-კმ182  მონაკვეთზე (კალა-უშგული), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.