საქართველოს 8-10 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა.

ეუთოს  ცნობით, დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.

"ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ და გაცვალონ მოსაზრებები ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პარლამენტარები შეხვდებიან პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოსთან გაგრძელებული თანამშრომლობა." - ნათქვამია ეუთოს გავრცელებულ ინფორმაციაში.