ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, შაბათს დილით განაცხადა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული“ შეტევის დაწყების შესახებ. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ იერიშებში მონაწილეობს; დარტყმები მიმართულია ირანის რამდენიმე ობიექტის წინააღმდეგ.“
ირანზე შეტევა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა. ამერიკული მხატე ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფორმაციით, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ირანის საპრეზიდენტო რეზიდენციაა.
იბომბება ის ადგილები, საიდანაც ირანს ისრაელზე შეტევა შეუძლია.
ისრაელის მიმართულებით რაკეტის გაშვების შემთხვევა ჯერჯერობით არ დასტურდება. ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა და ყველა სამოქალაქო ფრენა გაუქმებულია.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანზე თავდასხმა ისრაელისკენ მიმართული საფრთხეების განეიტრალებას ისახავს მიზნად.




