საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია.

 მეჰრიბან ალიევასთან ერთად მუზეუმში საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, მისი მოადგილე, გიორგი მირცხულავა და მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა იმყოფებოდნენ. 

 სტუმრები მუზეუმის ისტორიას გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს საექსპოზიციო სივრცე და ახუნდოვის კულტურის ცენტრი, სადაც შეხვედრები, გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ტარდება.